New Year Wish

ახალი 2012 წლის დადგომამდე 2 საათი და 40 წუთი დარჩა. ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, მაგრამ ყველაზე მთავარი სურვილების მოფიქრებაა, შემდეგ 12 საათზე ჩასაფიქრებლად. ალბათ გსმენიათ ინგლისური გამოთქმა:

Be careful what you wish for!

საახალწლო სურვილების შემთხვევაში კი ეს სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გაქვთ უსაფრთხო სურვილი, მაშინ გადავიდეთ მისი ჩაფიქრების ტექნოლოგიაზე.

მაშასადამე, ჩემი საახალწლო სურვილი, გრამატიკულად გამართულ მდგომარეობაში, ამგვარია:

I wish I went  to some unknown place in 2012. I don’t know the name of it, and I do not know how  does it look like, but as soon as I approach it I’ll know that’s the place.

ეს გრამატიკულად სწორი ფორმაა “wish sentence”-ის.

I wish+სურვილი წარსულ დროში (simple past)

ეს ფორმა გამოხატავს, სასურველ, მაგრამ ამჟამად არარეალურ მდგომარეობას. დამატებითი ინგორმაცია სურვილების გრამატიკულ გამართვაზე იხილეთ ბმულზე:

http://www.eslbase.com/grammar/wish

აქ კი სავარჯიშოები: http://www.better-english.com/grammar/wish1.htm

პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმდევრები კი გვირჩევენ, რომ სურვილების ჩაფიქრებისას წარმოვიდგინოთ დეტალურად ჩვენი სურვილი და შევიქმნათ განცდა, რომ იგი უკვე მივიღეთ. გამოვთქვათ ჩვენი სურვილი, როგორც მადლიერება უკვე არსებულ მდგომარეობის გამო. განსაზღვრება ცოტა გაუგებარია. ამ მეთოდით ჩემი სურვილი კი გაცილებით მარტივ ფორმას მიიღებს:

I am so happy that I’ve gone to some unknown place in 2012. I don’t know the name of it, and I do not know how  does it look like, but as soon as I approach it I’ll know that’s the place.

ამ მეთოდის უკეთ გასაცნობად იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.howtomakeawish.info/

სინამდვილეში კი, ეს არის ჩემი საახალწლო სურვილის მხატვრული ინტერპრეტაცია, რადგანაც ეს ადგილი შესაძლოა “ადგილიც” კი არ არის, არამედ უბრალოდ არის, ის რასაც ინგლისურად ეძახიან:

state of mind…და გავს მის ვერსიას flow.

Happy New Year!

I wish all your wishes and dreams come true in 2012!

Make a wish! You still have 2 hours for it!

See you next year!

Advertisements

Saying Goodbye

სწორად და ლამაზად მისალმება, საუბარი და დამშვიდობება. ეს არის მთელი კომუნიკაცია. ჩვენ ვისაუბრეთ მისალმებაზე, ცოტა საუბარზეც. ახლა, წლის ბოლოს, კი მინდა დამშვიდობება ვისწავლოთ.

ინგლისური ეტიკეტი მოითხოვს, რომ პირველ რიგში აცნობოთ საზოგადოებას, ან თანამოსაუბრეს, რომ მიდიხართ, შემდეგ ემშვიდობებით მომავალი შეხვედრის იმედით, ასევე გამოთქვამთ თქვენი შეხვედრით მიღებულ სიხარულს და მასპინძლის მიმართ მადლიერებას.

ამ საფეხურების შესაბამისი ფრაზები მოცემულია BBC-ის შემდეგ გაკვეთილში: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page6.shtml

ამ ლინქზე შეგიძლიათ მოისმინოთ გაკვეთილის აუდიო ფაილი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_080116_goodbye.mp3

ხოლო აქ იხილოთ აუდიოს ტექსტი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_080116_goodbye.pdf

ფრაზა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და თითქმის ყოველთვის ასე ვემშვიდობები ჩემს მეგობრებს არის:

Take care!

ეს ალბათ ქართულად ჟღერს, როგორც: თავს მიხედე! ინგლისურად წარმოთქმული კი საკმაოდ დიდი დოზებით შეიცავს მზრუნველობას.

მეორე ფრაზა, რომელსაც ასევე დამშვიდობებისას ვიყენებ და ასევე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ “საუკეთესო სურვილების” კატეგორიაში გადის არის:

Have fun!

ჩემი აზრით ძალიან გამამხნევებელია. What do you think?

Well then, everyone, it’s time to go.

It’s been lovely to catch up! Have a nice day! See you soon!

და რაც მთავარია, Have fun! Winking smile

Greeting People – მისალმება

დღეს ისეთი დღეა, როდესაც ძნელია ორიგინალური პოსტის მოფიქრება. ამიტომაც სტნდარტული მისალმების თემა ავირჩიე. BBC-ს ვებ-გვერდზე ძალიან საინტერესო გაკვეთილი ვიპოვე ამასთან დაკავშირებით, რომელიც იმათთვისაც საინტერესო იქნება, ვინც ინგლისური საკმაოდ კარგად იცის.

გაკვეთილის პირველ ნაწილში არაფორმალურ მისალმებებზეა საუბარი. ეს ფორმები შეგვიძლია როგორც მეგობრებთან და ნაცნობებთან ისე არაფორმალურ შეხვედრებზე გამოვიყენოთ:

http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page2.shtml

ეტიკეტი მოითხოვს, რომ მისალმების შემდეგ მოვიკითხოთ თანამოსაუბრე  და ასევე მოვახსენოთ, ჩვენ როგორ ვგრძნობთ თავს. ამისთვის საჭირო ფრაზებსაც აქ იპოვით.

აქვეა აუდიო ფაილი, ყველა ამ ფრაზით: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071212_greetings_informal.mp3

და ტექსტი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071212_greetings_informal.pdf

ალბათ გახსოვთ მოკითხვის ფრაზა: How do you do? მინდა გითხრათ,  რომ ის თითქმის არ გამოიყენება, მხოლოდ ძალიან ფორმალურ სიტუაციებში და ისიც გარკვეულ საზოგადოებაში. თუ სამეფო ოჯახის წევრების მოკითხვას  აპირებთ, გამოიყენეთ. სხვა ოფიციალური შეხვედრების დროს და პატივსაცემ, უფროს ან უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას კი ეს ფრაზები გამოგადგებათ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page3.shtml

აქვე მოისმინეთ აუდიო ამ ფრაზების გამოყენებით: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/howto_071219_greet_formal.mp3

და წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071219_greet_formal.pdf

ამ ფრაზებით შეიარაღებულები შეხვედრებისთვის მზად ხართ.

დამატებით იხილეთ ეს საინტერესო ვიდეოები მისალმების და მოკითხვების თემაზე:

http://www.youtube.com/watch?v=DMVJTs1UkBE

უფრო რთული და შინაარსიანი საუბრებისთვის იხილეთ ეს სიტუაციური ვიდეო, თავის სავარჯიშოებით: http://learnenglish.britishcouncil.org/en/how/how-greet-someone-you-havent-seen-ages

It’s lovely to see you again!

Saying Happy Birthday

დეკემბერი დღესასწაულების და დაბადების დღეების თვეა. ამიტომაც, კარგად უნდა შევიარაღდეთ მილოცვების და საუკეთესო სურვილების ფრაზებით.

დაბადების დღე (birthday) იუბილარებს ბანალური ფრაზით  – Happy Birthday! – შეგიძლიათ მიულოცოთ. მე ასევე შეგირჩიეთ სხვა, უფრო მრავალფეროვანი მილოცვები და სურვილები:

_I hope all your birthday dreams and wishes come true.

_May this year be your best ever.

_May the best of your past be the worst of your future.

_Happy Birthday and many happy returns of the day.

_Happy Birthday! I wish you all the best!

_My best wishes!

ეს სიმღერა თითქმის ყველა ამ ფრაზას შეიცავს და სხვა ბევრ სასარგებლო გამოთქმას ამ მოვლენასთან დაკავშირებით: http://www.youtube.com/watch?v=-hyJsoPosCE&feature=related

აქ ამ სიმღერის ტექსტია, იმ შემთხვევისთვის თუ რომელიმე ფრაზის დაზუსტებას მოისურვებთ: http://www.lyricsfreak.com/d/dj+bobo/happy+birthday_20217745.html

This post is dedicated to everyone whose birthday is in December. Happy Birthday!

Daily Routine

ყოველდღიური რუტინა – საშინელი სათაურია, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. რუტინა, რომლზეც ამ პოსტში წერია სასარგებლო და აუცილებელია.

ანდრეი ტარკოვსკის “მსხვერპლი” ვნახე გუშინ განმეორებით. დასაწყისში  მთავარი გმირის მონოლოგია, სადაც ის ერთ იგავს ყვება შემდეგ კი დასძენს, რომ ყველაზე უნმიშვნელო ქცევაც კი, თუ მას ყოველ დღე შევასრულებთ ერთ მშვენიერ დღეს სამყაროს შეცვლის.

აი ეს ნაწყვეტიც: http://www.youtube.com/watch?v=v7ViasEGGw4&feature=related

მე  არ ვიცი სამყაროს ცვლილება რამდენად შედის თქვენს გეგმებში, მაგრამ სისტემატიური ქმედებები ძალიან ძლიერად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.

ინგლისურად ყოველდღიურ რუტინაზე სასაუბროდ გამოიყენება Present Continuous Tense – აწმყო განგრძობითი დრო, რომელიც ასევე ზოგად ჭეშმარიტებებზე საუბრისას გამოიყენება ისეთ განსაზღვრებებთან ერთად როგორიცაა always, every day, daily…

ჩემს ყოველდღიურ რუტინას ასე ავღწერ:

Every morning I wake-up early and do my exercises. I have breakfast and while drinking a cup of coffee I write posts for this blog. Afterwards I get dressed and go to work. I start work at 10am and work till 6pm. After work I usually meet my friends and we have dinner or cup of coffee together. In the evening I usually watch a movie or browse the net. I go to sleep at 1am.

Well, do you think that it’s a life changing routine? Hardly…but there is one daily habit– daily exercises, which I’ve been practising for a year already . It’s not that I like getting up early and stretching early in the morning, most of the time I need to push myself to do it, but after I start doing it I enjoy most of it. It’s a truly life changing routine. I hope to stay fit and energised as long as I practise it.

Another habit, that I’m trying to cultivate is writing. That’s why I started this blog. Let’s see!

აქ იხილეთ ვიდეო ყოველდღიურ რუტინაზე სასაუბრო ფრაზებით და სიტყვებით: http://www.youtube.com/watch?v=sIe8lwgDcVY

ასეთი რუტინა აქვთ ინგლისურის მასწავლებლებს: http://www.youtube.com/watch?v=Kq0CQhCZ2jk&feature=related

მოგვწერეთ What is your daily routine?

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ცნობილი ადამიანებისი ყოველდღიური რუტინის შესახებ.

http://dailyroutines.typepad.com/

მე ყველაზე მეტად თომას ფრიდმანის დღე მომეწონა http://dailyroutines.typepad.com/daily_routines/2008/12/thomas-friedman.html , პირველივე ფრაზით მოვიხიბლე:

“Honestly, I still can’t wait to get my pants on in the morning”, ასე იწყებს ის საკუთარ ყოველდღიურ რუტინაზე საუბარს. მშვენიერი განწყობაა. ამ ფრაზის შემდეგ რაიმე რუტინულს და მოსაწყენს ნამდვილად არ ველი, თქვენ?

Have a nice day!

Introducing Yourself – გაცნობა

ურთიერთობა გაცნობით იწყება. ეს ბლოგ-პოსტიც გაცნობის თემაზეა.

ეტიკეტის მიხედვით გაცნობისას საჭიროა მიესალმოთ თანამოსაუბრეს და უთხრათ თქვენი სახელი (და გვარიც, თუ ოფიციალური ან საქმიანი გარემოა) შემდეგ კი კონტექსტის მიხედვით მიაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ. მაგალითად ამ ბლოგზე მე ასე გაგეცნობით:

Hello! My name is Gvantsa.

I’m an author of this blog, 4English.  I write about English language learning. I want to help people to improve their English.

ინგლისში ინგლისურის სასწავლებლად ყოფნისას კი ასე ვეცნობოდი ადამიანებს:

Hello! My name is Gvantsa. I’m Georgian. I’m a student. I study English in the UK.

თქვენი მოსაუბრეც რომ თავს წარგიდგენთ, აუცილებლად გამოხატეთ თქვენი სიამოვნება ახალი ნაცნობობით გამოწვეული:

Nice to meet you Gvantsa!

იხილეთ BBC-ის გაკვეთილი ფორმალური გაცნობის შესახებ, სასარგებლო ფრაზებით და მცირე სავარჯიშოთი ამ ბმულზე: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page4.shtml

ამ ბმულზე მოისმენთ აუდიოს გაცნობის შესახებ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071226_introductions_formal.mp3

ხოლო აქ აუდიოს ტექსია: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071226_introductions_formal.pdf

იმედი მაქვს მოგეწონებათ! თქვენ როგორ გაგვეცნობით?

ლექსიკონი – dictionary

ინგლისური ენის შესწავლის პროცესში აუცილებლად დაგჭირდებათ ლექსიკონი. ლექსიკონების გადაფურცვლას დიდ დროს ვანდომებდი მე პირადად. არა მარტო  ვკითხულობდი, არამედ ვწერდი კიდეც ლექსიკონებს და ამაყად ვაცხადებდი, რომ მე უკვე ვიცი 250, 500…სიტყვა. ეს ტყუილი შრომა ხანმოკლე იყო. ახლა ვფიქრობ, რომ ეს აბსურდული მეთოდია და მხოლოდ დროის დასაკარგად გამოდგება. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ დაზუთხული სიტყვების რაოდენობაში ეჯიბრებით ვინმეს. ლექსიკაზე მუშაობას სხვა პოსტებში განვიხილავთ, აქ კი მინდა ლექსიკონების და ინტერნეტში არსებული სხვა რესურსების შესახებ გიამბოთ.

ლექსიკონი მაინც აუცილებელია. არჩევანი ამ მხრივ ძალიან ფართეა. არსებობს ბეჭდვითი ლექსიკონები, რომლებიც ძალიან ხარსხიანი და ღირებულია. მე ამ პოსტში მხოლოდ ინტერნეტით ხელმისაწვდომ რესურსებს შევეხები.

მაშასადამე, რეკომენდირებული რესურსების ჩამონათვალი ასეთია:

www.translate.ge – ჩვენი ეროვნული პროდუქტი, ძალიან სასარგებლო, პოპულარული და საჭირო რესურსია.

http://translate.google.com/ – Google-ის მშვენიერი პროდუქტი. აქ შეგიძლიათ  თარგმნოთ როგორც ცალკეული სიტყვები, ასევე ფრაზები და ტექსტი უამრავ ენაზე და ენიდან, ქართულის ჩათვლით.

მათთვის ვინც ინგლისურს B, C დონეზე ფლობს უკვე სასარგებლოა განმარტებითი, ინგლისურენოვანი ლექსიკონებითა და ენციკოპედიებით სარგებლობა.  ასეთებია:

http://www.merriam-webster.com/

http://dictionary.reference.com/wordoftheday – რომელიც უცხო სიტყვების განმარტებასთან ერთად, გვთავაზობს ციტატებს და ფრაზებს ამ სიტყვის გამოყენებით, რაც ძალიან სასარგებლოა.

http://dictionary.cambridge.org/ – ქემბრიჯის ცნობილი ლექსიკონების ვებ-ვერსია. ამ ლექსიკონებს ორი ძალიან სასარგებლო დამატება აქვთ. ერთი, სიტყვების აუდიოა ბრიტანული და ამერიკული წარმოთქმით. თქვენ შეგიძლიათ მოსმინოთ სიტყვის სწორი წარმოთქმა. მეორე არის სიტყვის, შინაარსობრივად ვიზუალური წარმოდგენა, ანუ Visual Thesaurus® . ეს ტექნოლოგია ინფორმაციის ვიზუალური წარმოდგების ტექნიკა ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის და საკმაოდ ეფექტურია უცხო სიტყვების, და ზოგადად ინფორმაციის შესასწავლად და დასამახსოვრებლად.

http://oxforddictionaries.com/ – ოქსფორდის ლექსიკონი, რომლის ზოგადი ნაწილი ხელმისაწვდომია, სხვები კი მხოლოდ ხელმომწერთათვის.

http://www.yourdictionary.com/ – გამოსაყენებლად ძალიან მარტივი, ონ-ლაინ ლექსიკონი.

რაც შეეხება ენციკლოპედიებს, აქ დიდი არჩევანი არ გვაქვს:

http://en.wikipedia.org/wiki/Main_Page – ყველასათვის საყვარელი ვიკიპედია.

http://www.britannica.com/ – ვრცელი და რთული. უფასოდ მხოლოდ შინაარსის ნაწილია ხელმისაწვდომი.

მინდა შევეხო კომპიტერულ პროგრამა-ლექსიკონებს და მთარგმნელებს. ლექსიკონებიდან მე ყველაზე მეტად მომწონს ლინგვო:

http://www.lingvo.com

მას ასევე აქვს ონლაინ ვერსიაც: http://lingvopro.abbyyonline.com/ . ამ პროდუქტის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ რუსულის ცოდნა.

ასევე ვიყენებ და ძალიან მომწონს, ქემბრიჯის განმარტებითი ლექსიკონის პროგრამა, რადგან საკმაოდ მოსახერხებელია.

მთარგმნელი პროგრამები არ გამომიყენება, ამიტომ ვერ გირჩევთ. წარმატებულ ძიებას გისურვებთ და გახსოვდეთ: ვინც ეძებს ის პოულობს.

თუ თქვენ იცით სხვა ვებ-გვერდები, პროგრამები და რესურსები უცხო სიტყვებთან გასამკლავებლად მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ.