discussions

ინგლისელებს ძალიან უყვართ დისკუსიები. იმისთვის, რომ ამ დისკუსიებში მიიღოთ მონაწილეობა გჭირდებათ ფრაზების სხვადასხვა ნაკრები.

მაგალითად, თუ გსურთ თანამოსაუბრეს მეგობრული რჩევა მისცეთ. მაშინ ამისათვის ორგვარი ფრაზა დაგჭირდებათ:

Why don’t you…?

You should…

დაწვრილებით მათ შესახებ აქ წაიკითხეთ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page2.shtml

აქ კი მოისმინეთ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/suggesting.mp3

Making a point, ასე ინგლისელები აღნიშნავენ აზრის მტკიცედ გამოხატვას. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც თავაზიანად და შემპარავი ტონით (persuading)  ისე საკმაოდ პირდაპირი და აგრესიული ფორმითაც. დაწვრილებით იხილეთ აქ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page3.shtml

მოისმინეთ აქ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/make_a_point.mp3

მტკიცედ თუ რბილად გამოხატულ აზრს შესაძლოა არც დავეთანხმოთ. ამისათვის ფრაზების ასეთი ნაკრები არსებობს: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page4.shtml

მოისმინეთ უთანხმოების ფრაზები აქ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/disagree_quiz.mp3

როდესაც ბოლომდე დარწმუნებული არა ხართ რაიმეში, ამის გამოსახატად ინგლისელებს სხვადასხვა საშუალება აქვთ. წაიკითხეთ მათ შესახებ აქ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page5.shtml

თუმცა იშვიათად, მაგრამ დისკუსიამ მაინც შეიძლება მიიღოს უხეში ხასიათი. თქვენ ასეთ შემთხვევაში გაბრაზდებით და შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს. ინგლისელები ამას taking offence-ს ეძახიან. თქვენი დამოკიდებულების უკეთ გამოხატვაში ეს ფრაზები დაგეხმარებათ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page6.shtml

გისურვებთ წარმატებებს!

Advertisements

Saying Goodbye

სწორად და ლამაზად მისალმება, საუბარი და დამშვიდობება. ეს არის მთელი კომუნიკაცია. ჩვენ ვისაუბრეთ მისალმებაზე, ცოტა საუბარზეც. ახლა, წლის ბოლოს, კი მინდა დამშვიდობება ვისწავლოთ.

ინგლისური ეტიკეტი მოითხოვს, რომ პირველ რიგში აცნობოთ საზოგადოებას, ან თანამოსაუბრეს, რომ მიდიხართ, შემდეგ ემშვიდობებით მომავალი შეხვედრის იმედით, ასევე გამოთქვამთ თქვენი შეხვედრით მიღებულ სიხარულს და მასპინძლის მიმართ მადლიერებას.

ამ საფეხურების შესაბამისი ფრაზები მოცემულია BBC-ის შემდეგ გაკვეთილში: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page6.shtml

ამ ლინქზე შეგიძლიათ მოისმინოთ გაკვეთილის აუდიო ფაილი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_080116_goodbye.mp3

ხოლო აქ იხილოთ აუდიოს ტექსტი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_080116_goodbye.pdf

ფრაზა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და თითქმის ყოველთვის ასე ვემშვიდობები ჩემს მეგობრებს არის:

Take care!

ეს ალბათ ქართულად ჟღერს, როგორც: თავს მიხედე! ინგლისურად წარმოთქმული კი საკმაოდ დიდი დოზებით შეიცავს მზრუნველობას.

მეორე ფრაზა, რომელსაც ასევე დამშვიდობებისას ვიყენებ და ასევე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ “საუკეთესო სურვილების” კატეგორიაში გადის არის:

Have fun!

ჩემი აზრით ძალიან გამამხნევებელია. What do you think?

Well then, everyone, it’s time to go.

It’s been lovely to catch up! Have a nice day! See you soon!

და რაც მთავარია, Have fun! Winking smile

Greeting People – მისალმება

დღეს ისეთი დღეა, როდესაც ძნელია ორიგინალური პოსტის მოფიქრება. ამიტომაც სტნდარტული მისალმების თემა ავირჩიე. BBC-ს ვებ-გვერდზე ძალიან საინტერესო გაკვეთილი ვიპოვე ამასთან დაკავშირებით, რომელიც იმათთვისაც საინტერესო იქნება, ვინც ინგლისური საკმაოდ კარგად იცის.

გაკვეთილის პირველ ნაწილში არაფორმალურ მისალმებებზეა საუბარი. ეს ფორმები შეგვიძლია როგორც მეგობრებთან და ნაცნობებთან ისე არაფორმალურ შეხვედრებზე გამოვიყენოთ:

http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page2.shtml

ეტიკეტი მოითხოვს, რომ მისალმების შემდეგ მოვიკითხოთ თანამოსაუბრე  და ასევე მოვახსენოთ, ჩვენ როგორ ვგრძნობთ თავს. ამისთვის საჭირო ფრაზებსაც აქ იპოვით.

აქვეა აუდიო ფაილი, ყველა ამ ფრაზით: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071212_greetings_informal.mp3

და ტექსტი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071212_greetings_informal.pdf

ალბათ გახსოვთ მოკითხვის ფრაზა: How do you do? მინდა გითხრათ,  რომ ის თითქმის არ გამოიყენება, მხოლოდ ძალიან ფორმალურ სიტუაციებში და ისიც გარკვეულ საზოგადოებაში. თუ სამეფო ოჯახის წევრების მოკითხვას  აპირებთ, გამოიყენეთ. სხვა ოფიციალური შეხვედრების დროს და პატივსაცემ, უფროს ან უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას კი ეს ფრაზები გამოგადგებათ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1142_greeting/page3.shtml

აქვე მოისმინეთ აუდიო ამ ფრაზების გამოყენებით: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/howto_071219_greet_formal.mp3

და წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/how_to_071219_greet_formal.pdf

ამ ფრაზებით შეიარაღებულები შეხვედრებისთვის მზად ხართ.

დამატებით იხილეთ ეს საინტერესო ვიდეოები მისალმების და მოკითხვების თემაზე:

http://www.youtube.com/watch?v=DMVJTs1UkBE

უფრო რთული და შინაარსიანი საუბრებისთვის იხილეთ ეს სიტუაციური ვიდეო, თავის სავარჯიშოებით: http://learnenglish.britishcouncil.org/en/how/how-greet-someone-you-havent-seen-ages

It’s lovely to see you again!

Daily Routine

ყოველდღიური რუტინა – საშინელი სათაურია, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. რუტინა, რომლზეც ამ პოსტში წერია სასარგებლო და აუცილებელია.

ანდრეი ტარკოვსკის “მსხვერპლი” ვნახე გუშინ განმეორებით. დასაწყისში  მთავარი გმირის მონოლოგია, სადაც ის ერთ იგავს ყვება შემდეგ კი დასძენს, რომ ყველაზე უნმიშვნელო ქცევაც კი, თუ მას ყოველ დღე შევასრულებთ ერთ მშვენიერ დღეს სამყაროს შეცვლის.

აი ეს ნაწყვეტიც: http://www.youtube.com/watch?v=v7ViasEGGw4&feature=related

მე  არ ვიცი სამყაროს ცვლილება რამდენად შედის თქვენს გეგმებში, მაგრამ სისტემატიური ქმედებები ძალიან ძლიერად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.

ინგლისურად ყოველდღიურ რუტინაზე სასაუბროდ გამოიყენება Present Continuous Tense – აწმყო განგრძობითი დრო, რომელიც ასევე ზოგად ჭეშმარიტებებზე საუბრისას გამოიყენება ისეთ განსაზღვრებებთან ერთად როგორიცაა always, every day, daily…

ჩემს ყოველდღიურ რუტინას ასე ავღწერ:

Every morning I wake-up early and do my exercises. I have breakfast and while drinking a cup of coffee I write posts for this blog. Afterwards I get dressed and go to work. I start work at 10am and work till 6pm. After work I usually meet my friends and we have dinner or cup of coffee together. In the evening I usually watch a movie or browse the net. I go to sleep at 1am.

Well, do you think that it’s a life changing routine? Hardly…but there is one daily habit– daily exercises, which I’ve been practising for a year already . It’s not that I like getting up early and stretching early in the morning, most of the time I need to push myself to do it, but after I start doing it I enjoy most of it. It’s a truly life changing routine. I hope to stay fit and energised as long as I practise it.

Another habit, that I’m trying to cultivate is writing. That’s why I started this blog. Let’s see!

აქ იხილეთ ვიდეო ყოველდღიურ რუტინაზე სასაუბრო ფრაზებით და სიტყვებით: http://www.youtube.com/watch?v=sIe8lwgDcVY

ასეთი რუტინა აქვთ ინგლისურის მასწავლებლებს: http://www.youtube.com/watch?v=Kq0CQhCZ2jk&feature=related

მოგვწერეთ What is your daily routine?

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ცნობილი ადამიანებისი ყოველდღიური რუტინის შესახებ.

http://dailyroutines.typepad.com/

მე ყველაზე მეტად თომას ფრიდმანის დღე მომეწონა http://dailyroutines.typepad.com/daily_routines/2008/12/thomas-friedman.html , პირველივე ფრაზით მოვიხიბლე:

“Honestly, I still can’t wait to get my pants on in the morning”, ასე იწყებს ის საკუთარ ყოველდღიურ რუტინაზე საუბარს. მშვენიერი განწყობაა. ამ ფრაზის შემდეგ რაიმე რუტინულს და მოსაწყენს ნამდვილად არ ველი, თქვენ?

Have a nice day!