სასარგებლო და სასიამოვნო – ინგლისურის საშობაო კურსები ლონდონში

ლონდონი ინგლისურის შესასწავლად ალბათ ერთერთი საუკეთესო ადგილია და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონი ამისთვის შობის პერიოდია. ლონდონში შობისთვის მზადებას უკვე ზაფხულის ბოლოსთვის იწყებენ და ნოემბრის ბოლოს უკვე მთელი ქალაქი ერთი დიდი საშობაო დეკორაციასავით არის მორთული. საშობაო განათებები, ატრაქციონები, ღია საციგურაო მოდნები, საშობაო ბაზრობები, ცხელი შოკოლადი და უფრო მაგარი ცხელი სასმელები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ადამიანს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება. ამ სეზონისთვის ენის სკოლებიც განსაკუთრებით ემზადებიან, ვინაიდან იციან, რომ ამ დროს მოსწავლეებისთვის სწავლასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ლონდონში შობის პერიოდით დატკბობა. შესაბამისად, ხარისხიანი სკოლების დიდი ნაწილი მოსწავლეებს სწავლასთან ერთად თავაზობს გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

london

გარდა ინდივიდუალური კურსებისა, სკოლები ასევე თავაზობენ საოჯახო კურსებს და ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ საშობაო პერიოდში სარგებლობენ. კურსების არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მათი ინტენსიურობის დონე და სპეციფიური თემატური მოთხოვნები, რომლებიც მოსწავლეებს აქვთ. თუმცა, კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – სკოლების დიდი ნაწილი მოსწავლეებს თავაზობს დილის და შუადღის კურსებს. დილის კურსები შედარებით ძვირია, თუმცა მონაწილეს გაკვეთილების შემდეგ მთელ დღეს უტოვებენ სხვა ღონისძიებებისთვის. შუადღის კურსები შედარებით იაფია, მაგრამ ისინი ხარისხით არ ანსხვავდებიან დილის კურსებისგან. სწავლის შემდეგ გარდა იმ ღონისძიებებისა, რაც სკოლას აქვს დაგეგმილი უამრავი გასართობია ლონდონში, მათ შორის ბევრია უფასო; მუზეუმების უმრავლესობაში მუდმივი კოლექციების დათვალიერება უფასოა. ამასთანავე, ამ ღონისძიებებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ სასაუბრო ინგლისური. დასასრულს ერთი რჩევა, მათთვის ვინც ლოონდონში წასვლას გეგმავთ ამ პერიოდში, ესტუმრეთ რიჩმონდის სამეფო პარკსა და უინძორს. რიჩმონდის სამეფო პარკი ლონდონშია განთავსებული და იქ შეძლებთ თავისუფლად მოსიარულე ირმების ნახვას. უინძორში მთავარ სანახაობად უინძორის სასახლეა მიჩნეული. თუმცა, საშობაო პერიოდში უინძორის მატარებლის სადგური ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს და ლონდონიდან მატარებლით 30 წუთში იქ იქნებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s