როგორ შევარჩიოთ ენის სკოლა

დიდ ბრიტანეთში უამრავი ინგლისურის სკოლაა. წლის განმავლობაში, უმეტესად კი ზაფხულობით და არდადეგების პერიოდში იქ უამრავი ბავშვი, მოზარდი თუ ზრდასრული ადამიანი ჩადის ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად. ეს ინგლისურის შესასწავლად საუკეთესო მეთოდია.

უამრავი სკოლიდან ყველა როდია სასურველი, მაგრამ არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რომლებიც კარგი სკოლების და სასურველი პროგრამის არჩევის საშუალებას მოგცემთ:

  • რეპუტაცია – არსებობენ სკოლები / ენის ცენტრები, რომლებიც შეულახავი რეპუტაციით სარგებლობენ. მათ ყველა მოიხსენიებს, როგორ “კარგ სკოლას”. რამოდენიმე მათგანი შემიძლია დაგისახელოთ: Frances King School of English, Pilgrims, Skola. ხარისხის გარკვეულ სტანდარტს ინარჩუნებენ სკოლების და ენის შემსწავლელი ცენტრების ქსელები, მაგალითად: IH, English First და სხვა.
  • ენის კურსის პროგრამა – მიაქციეთ ყურადღება შერჩეული პროგრამის ფორმატს, მინიმალური საათების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 საათს კვირაში, გარდა ამისა გაეცანით პროგრამის შინაარსს, მიზნებს და რის შესწავლას გპირდებათ სკოლა. რამდენი მოსწავლეა ჯგუფში – სასურველია, რომ მოსწავლეების რაოდენობა 15-ზე მეტი არ იყოს.
  • ფორმალური აკრედიტაციები – არსებობს რამოდენიმე ორგანიზაცია, რომლის აკრედიტაციაც აჩვენებს, რომ სკოლა ხარისხის გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასეთი აკრედიტაციის გარეშე არსებულ სკოლასთან არ გირჩევთ ურთიერთობას, ესენია: British Council, EnglishUK, ARELS.
  • დამატებითი ღონისძიებები, სოციალური და კულტურული პროგრამა – სკოლები ინგლისურის კურსთან დამატებით სთავაზობენ სოციალურ პროგრამებს, ექსკურსიებს და ღონისძიებებს, გაეცანით მათ შინაარსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზაფხულო სკოლების შემთხვევაში, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ბავშვები სწორედ ასეთ პროგრამებზე და ატარებენ.
  • მდებარეობა – სკოლის და საცხოვრებეილ ადგილის მდებარეობა და მათი ურთიერთმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია. საზაფხულო სკოლების შემთხვევაში ხშირად ეს ორი ერთადაა მოწყობილი, მაგრამ თუ საცხოვრებლის არჩევა გიწევთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ტიპის საცხოვრებელი (ოჯახი, სასტუმრი, ჰოსტელი, ბინა…) და სასურველია ისეთი მდებარეობით, რომელიც სკოლასთან და ქალაქის ღირშესანიშნაობებთან კარგად იქნება განლაგებული. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ღირს და თუ მოხერხებულად მოთავსდით, ამით კარგად დაზოგავთ.
  • ფასი – დანაზოგზე რადგან ვახსენეთ, ფასებზეც ვთქვათ, რომ საყურადღებოა, თუ რა შედის კურსის ფასში. ჩემი დაკვირვებით კარგ სკოლებში კარგი კურსები ნამდვილად შედარებით ძვირი ღირს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხის მაჩვენებელია ფასი.
  • სტუდენტების რაოდენობა, არსებობის ხანგრძლივობა და მასწავლებლების კვალიფიკაცია ასევე კარგი მაჩენებლებია, თუმცა ეს ინფორმაცია დისტანციურად რთული მოსაპოვებელია.
  • დამატებითი პირობები და მომსახურება, რომელსაც სკოლა გთავაზობთ – გაითვალისწინეთ დაზღვევა, ტრანსფერი, საცხოვრებლის ორგანიზება და ყველა ის დამატებითი მომსახურება რასაც სკოლა გთავაზობთ.

გაითვალისწინეთ, რომ კარგი დაგეგმვის შემთხვევაში და საუკეთესო სკოლის შერჩევისასაც რჩება შანსი, რომ პროცესი არასასურველად განვითარდეს. კარგ სკოლაში თქვენს პრეტენზიებზე ყოველთვის რეაგირებენ და ზრუნავენ მომხმარებლების კმაყოფილებაზე.

თქვენთვის რა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი? ნუ მოგერიდებათ დასვათ კითხვები და წინასწარ გაარკვიოთ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მოითხოვეთ და თუ ვერ მიიღეთ, ნიშნავს რომ ეს ის არ არის რასაც თქვენ ეძებთ.

გისურვებთ წარმატებას!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s