რატომ გსურთ ინგლისურის შესწავლა?

მთავარია მონდომება.

რა მიზნით გსურთ ინგლისურის შესწავლა და რამდენად ძლიერია თქვენი სურვილი ბევრად განსაზღვრავს თქვენს წარმატებას.

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ინგლისურს ან სხვა ნებისმიერ ენას, თუ საგანს მხოლოდ საკუთარი სურვილით და სიამოვნებით სწავლობს, იზუთხავს გრამატიკის წესებს, წერს სიტყვებს, ასრულებს სავარჯიშოებს, ცდილობს გამოთქვას მისთვის უჩვეულო ბგერები და აზრებიც კი მისთვის უჩვეულოდ დაალაგოს. ამიტომაც, სწავლა უმეტესად  ძალადობრივი პროცესია. ჩვენი ნებისყოფის ჭიდილია, რომელშიც წარმატება  ბევრად არის დამოკიდებული თქვენს მიზნებზე, მონდომებაზე და მოტივაციაზე. რა განაპირობებს ჩვენს მოტივაციას ვისწავლოთ ინგლისური? რატომ გინდათ ინგლისურის სწავლა?

გაიხსენეთ და არ დაივიწყოთ თქვენი მიზნები. პასუხები შესაძლოა უამრავი იყოს:

  1. გსურთ ისაუბროთ ინგლისურად გამართულად და თავისუფლად;
  2. შეძლოთ ინგლისურ ენაზე ლიტერატურის და პრესის კითხვა;
  3. უყუროთ ფილმებს თარგმანის გარეშე;
  4. იშოპინგოთ ინტერნეტში მეგობრის დახმარების გარეშე;
  5. შეადგინოთ და წაიკითხოთ ინტერნეტში თქვენი პირადი ჰოროსკოპი;
  6. დაწეროთ გამართული წერილები და პრეზენტაციები;
  7. გაიგოთ საყვარელი სიმღერის ტექსტი;
  8. ფეისბუქზე უცნაური სტატუსები და კომენტარები წეროთ;
  9. მიწეროთ წერილები თქვენს კუმირს;
  10. უბრალოდ უკეთესად გაიგოთ თქვენს გარშემო  არსებული ინფორმაცია, მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და გამოხატოთ საკუთარი აზრი და გრძნობები თავისუფლად…
  11. უკეთ გაიხოთ ინგლისური იუმორი;
  12. ჩააბაროთ გამოცდა, ტესტი და მიიღოთ სასურველი დონის სერტიფიკატი;
  13. დაწეროთ თქვენი ბლოგი ან საიტი ინგლისურად;
  14. ასწავლოთ ინგლისური;

მაშ, რატომ გსურთ ინგლისურის სწავლა? საერთოდ რაში გჭირდებათ ეს უცხო ენა? რა არის თქვენი მიზანი?

ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და ხშირად იკითხეთ ეს ფურცელი, შეავსეთ და გააახლეთ პერიოდულად. გახსოვდეთ! დააკვირდით რამდენად ძლიერია თქვენი სურვილი თითოეული პუქტის მიხედვით…შეაფასეთ და გადააფასეთ, გაუსინჯეთ პულსი თქვენს მოტივაციას.

უკეთესი მოტივაციისთვის კი გაეცანით ამ სტატიას ინგლისური ენის შესწავლის 10 სერიოზული მიზეზის / მიზნის შესახებ.

http://www.nacel.org/study-languages-abroad/2009-05-10-reasons-to-learn-english.php

მოგვწერეთ თქვენი მიზნები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.