დონეები

რა დონეზე იცით ინგლისური? რომელ საფეხურზე ხართ? როგორ დგინდება თქვენი ცოდნის ხარისხი?

ძნელია შეაფასოთ როგორ მიდის თქვენი სწავლის პროგრესი, თუ არ იცით რა მდგომარეობა გაქვთ ამჟამად და რა არის თქვენი მიზანი და შესაბამისი სასურველი დონე. ინგლისურის შესწავლის მიზნებზე პოსტში “მოტივაცია” წერია. აქ კი ინგლისური ენის ფლობის დონეებზე ვწერ.

ინგლისური ენის ცოდნის შეფასების მრავალი სისტემა და მეთოდი არსებობს. აქედან ყველაზე გავრცელებული და ჰარმონიზებული საერთო ევროპული სისტემაა, რომლიც ევროპული ენების ცოდნის შეფასებისთვის გამოიყენება. CEFR (Common European Framework of Reference for Languages) 2001 წელს იქნა რეკომენდირებული ევროპის საბჭოს მიერ და მას შემდეგ აქტიურად გამოიყენება როგორ ევროპაში ასევე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც.

სისტემა გამოყოფს ენის ფლობის ექვს დონეს სამ კატეგორიაში, ესენია:

A – მარტივი მოსაუბრე – მარტივ, ყოველდღიურ საკითხებზე საუბრობს, ასევე მარტივი ენით. მხოლოდ მისთვის ნაცნობ სიტყბვებს და გამოთქმებს გებულობს. ამ კატეგორიაში ორ დონეს განარჩევენ:
A1 – beginner – საწყისი

A2 – elementary – ელემენტარული

B – დამოუკიდებელი მოსაუბრე ყველა ჩვეული საკითხის შესახებ საუბრობს და იღებს ინფორმაციას. შეუძლია დამოუკიდებლად გაერკვეს შედარებით რთულ და უჩვეულო ინფორმაციაში. ამ კატეგორიაშიც ორ საფეხურს გამოჰყოფენ:

B1 – intermediate – საშუალო

B2 – upper-intermediate – მაღალი საშუალო

C – პროფესიონალი მოსაუბრე – ძალზედ გაწაფულია, ის ძალიან ადვილად ხვდება ყველა სირთულის ინფორმაციის შინაარს და დეტალურ განსხვავებებს. შეუძლია ძალიან ზუსტად და გასაგებად გამოხატოს თავის აზრი. ეს ყველაზე მაღალი კატეგორიაა და აქაც ორი საფეხურია:

C1 – advanced – მაღალი

C2 – proficient – პროფესიონალი

თითოეულ დონეს შეესაბაამება სხვადასხვა სტანდარტიზებული ტესტის გარკვეული ქულა. რომელთა შესახებაც შემდეგ პოსტებში მოგწერთ. სრული ინფორმაცია CEFR დონეებზე და შესაბამის სერტიფიკატებზე იხილეთ ბმულზე: http://en.wikipedia.org/wiki/Common_European_Framework_of_Reference_for_Languages

თუ ინგლისურს კარგად ფლობთ, მაგალითად B ან С კატეგორიის “მფლობელი” ხართ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მიმაგრებული თვითშეფასების ცხრილი და ზუსტად განსაზღვროთ, თუ რომელი დონის შესაბამისად ფლობთ ინგლისურ ენას. თუ ეს ცხრილი თქვენთვის გაუგებარია, მაშინ ჯერ A კატეგორიას ეკუთვნით.

http://europass.cedefop.europa.eu/LanguageSelfAssessmentGrid/en

თქვენი დონის დადგენაში ეს ორი ტესტიც დაგეხმარებათ.

პირველი გერმანულენოვანი გვერდიდან არის, ამიტომ ცოტა გერმანულის ცოდნა თუ არა ინტერნეტში ინტუიტიური ორიენტაციის უნარი ნამდვილად დაგჭირდებათ. ტესტის თითოეულ კითხვაზე გარკვეული დროა გამოყოფილი. დასრულების შემდეგ გამოდის შეტყობინება (გერმანულად) შესაბამისი დონის კოდის მითითებით (მაგ. B1, A2, C1…)

http://www.sprachtest.de/schnelltest-englisch

ასევე კარგია საერთაშორისო სახლის ტესტი: http://ihworld.com/opt/ რომლის დასრულების შემდეგაც შედეგს მიიღებთ ელ-ფოსტაზე. student level:…(საერთაშორისო სახლის დონეების შესაბამისი ციფრით), რომლის შესატყვისი CEFR დონე შეგიძლიათ ისევ მითითებულ გვერდზე იხილოთ.

შენიშვნა: ეს ორივე ტესტი მხოლოდ მიახლოებით აღწერს თქვენი ინგლისურის ცოდნის დონეს. უფრო ზუსტი შეფასებისთვის სასურველია სრული სასერტიფიკატო ტესტების ჩაბარება, როგორიცაა IELTS, FCA, CPA, TOEFL და სხვა, რომელთა შესახებაც მომდევნო პოსტებში მოგწერთ.

მომავალში კი აქ გამოქვეყნებული ყველა სასწავლო მასალა შესაბამისი მინიმალური დონის კოდით გამოქვეყნდება. დაადგინეთ თქვენი ინგლისურის ფლობის დონე და აღნიშნეთ თქვენთვის სასურველი დონე. მოგვწერეთ შედეგები ამ ბლოგზე.

გისურვებთ С2 დონის მიღწევას წარმატებით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.