A, an თუ The

იმ დროს როდესაც ინგლისურის სწავლით ჯერ კიდევ ვიტანჯებოდი, ყოველ წელს ჩემი ინგლისურის კერძო კურსი არტიკლებზე გაკვეთილით იწყებოდა. წესით ეს საკითხი ყველაზე კარგად უნდა ვიცოდე და ასეც არის, არტიკლებზე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ როდესაც ინგლისურად ვსაუბრობ ან ვწერ ყველაზე მეტ შეცდომას ამ საკითხში ვუშვებ. ამდენი წლის შემდეგ არტიკლების თემა ავირჩიე პირველ პოსტად. თეორიით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ყველაზე აუცილებელს მოგწერთ:

არტიკლები არსებითი სახელის წინ იხმარება და მას განსაზღვრავს. ინგლისურ ენაში ორი ტიპის არტიკლი არსებობს: განუსაზღვრელი და განსაზღვრული.

a, an – განუსაზღვრელი არტიკლია და მხოლობით რიცხვში მყოფი თვლადი არსებითი სახელების წინ გამოიყენება. ეს არტიკლი წარმოიშვა სიტყვა one-დან, რაც ერთს ნიშნავს და მის შინაარსობრივ დატვირთვას ინარჩუნებს. ანუ, განუსაზღვრელ არტიკლს იმ არსებითი სახელების წინ ვიყენებთ, რომლებიც ერთ, ჩვეულებრივ, რიგით საგანს აღნიშნავს.

მაგ.: a boy – ბიჭი (ნებისმიერი, ერთერთი)

a თანხმოვნებით დაწყებული სახელების წინ იხმარება, an ფორმა კი ხმოვნით დაწყებული სახელებთან.

the – განსაზღვრული არტიკლია, წარმოიშვა ნაცვალსახელი that-სგან, და ისეთი არსებითი სახელების წინ გამოიყენება, რომლებიც განსაზღვრულია და დაკონკრეტებული.

მაგ.: the boy – ის ბიჭი (კონკრეტულად ის ბიჭი)

a, an- რადგან ერთს ნიშვანს, ბუნებრივია არ გამოიყენება მრავლობით სახელებთან, ასევე კერძო სახელებთან.

დაუკვირდით კონტექსტს და გამოიყენეთ არტიკლები მათი მნიშვნელობის მიხედვით: თუ ერთ-ერთ, რიგით საგანზეა საუბარი მაშინ a, an, თუ კონკრეტულად რომელიმეზე  მაშინ the. ეს შინაარსის წესი დაგეხმარებათ რომ შემთხვევების 90% ში არტიკლის სწორ ფორმას მიაგნოთ, თუ დაფიქრების შანსი მოგეცათ.

სხვა შემთხვევაში, მაგალითად საუბრისას, წერისას შეცდომების დაშვება გარდაუვალია, იმიტომ რომ არტიკლები არსობრივად შეუთავსებელია ჩვენს მშობლიურ ენასთან…და მათი ავტომატურად სწორად გამოყენებას ხანგრძლივი შრომა ესაჭიროება. პრაქტიკა და ყურადღება ამ შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანს. ასე რომ უფრო მოტივირებულად!

ეს არის არტიკლების ოქროს წესი, რომელიც არტიკლების სფეროში ორიენტაციაში დაგეხმარებათ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.