Featured
Posted in Uncategorized

Welcome!

Welcome to 4ENGLISH!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

ეს ბლოგი განკუთვნილია ინგლისურის შემსწავლელთათვის. აქ გთავაზობთ ყოველდღიურ პოსტებს ინგლისური ენის, მისი სწავლების, მეთოდოლოგიის, სკოლების, ტესტების და კურსების შესახებ. ასევე უამრავ მასალას, რომელიც დაგეხმარებათ ინგლისური ენის შესწავლაში.

ეს ბლოგი თქვენი გზამკვლევი გახდება ინგლისური ენის შესწავლის პროცესში!

Posted in Uncategorized

სასარგებლო და სასიამოვნო – ინგლისურის საშობაო კურსები ლონდონში

ლონდონი ინგლისურის შესასწავლად ალბათ ერთერთი საუკეთესო ადგილია და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონი ამისთვის შობის პერიოდია. ლონდონში შობისთვის მზადებას უკვე ზაფხულის ბოლოსთვის იწყებენ და ნოემბრის ბოლოს უკვე მთელი ქალაქი ერთი დიდი საშობაო დეკორაციასავით არის მორთული. საშობაო განათებები, ატრაქციონები, ღია საციგურაო მოდნები, საშობაო ბაზრობები, ცხელი შოკოლადი და უფრო მაგარი ცხელი სასმელები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ადამიანს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება. ამ სეზონისთვის ენის სკოლებიც განსაკუთრებით ემზადებიან, ვინაიდან იციან, რომ ამ დროს მოსწავლეებისთვის სწავლასთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ლონდონში შობის პერიოდით დატკბობა. შესაბამისად, ხარისხიანი სკოლების დიდი ნაწილი მოსწავლეებს სწავლასთან ერთად თავაზობს გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

london

გარდა ინდივიდუალური კურსებისა, სკოლები ასევე თავაზობენ საოჯახო კურსებს და ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ საშობაო პერიოდში სარგებლობენ. კურსების არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მათი ინტენსიურობის დონე და სპეციფიური თემატური მოთხოვნები, რომლებიც მოსწავლეებს აქვთ. თუმცა, კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – სკოლების დიდი ნაწილი მოსწავლეებს თავაზობს დილის და შუადღის კურსებს. დილის კურსები შედარებით ძვირია, თუმცა მონაწილეს გაკვეთილების შემდეგ მთელ დღეს უტოვებენ სხვა ღონისძიებებისთვის. შუადღის კურსები შედარებით იაფია, მაგრამ ისინი ხარისხით არ ანსხვავდებიან დილის კურსებისგან. სწავლის შემდეგ გარდა იმ ღონისძიებებისა, რაც სკოლას აქვს დაგეგმილი უამრავი გასართობია ლონდონში, მათ შორის ბევრია უფასო; მუზეუმების უმრავლესობაში მუდმივი კოლექციების დათვალიერება უფასოა. ამასთანავე, ამ ღონისძიებებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ სასაუბრო ინგლისური. დასასრულს ერთი რჩევა, მათთვის ვინც ლოონდონში წასვლას გეგმავთ ამ პერიოდში, ესტუმრეთ რიჩმონდის სამეფო პარკსა და უინძორს. რიჩმონდის სამეფო პარკი ლონდონშია განთავსებული და იქ შეძლებთ თავისუფლად მოსიარულე ირმების ნახვას. უინძორში მთავარ სანახაობად უინძორის სასახლეა მიჩნეული. თუმცა, საშობაო პერიოდში უინძორის მატარებლის სადგური ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს და ლონდონიდან მატარებლით 30 წუთში იქ იქნებით.

Posted in Uncategorized

როგორ შევარჩიოთ ენის სკოლა

დიდ ბრიტანეთში უამრავი ინგლისურის სკოლაა. წლის განმავლობაში, უმეტესად კი ზაფხულობით და არდადეგების პერიოდში იქ უამრავი ბავშვი, მოზარდი თუ ზრდასრული ადამიანი ჩადის ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად. ეს ინგლისურის შესასწავლად საუკეთესო მეთოდია.

უამრავი სკოლიდან ყველა როდია სასურველი, მაგრამ არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რომლებიც კარგი სკოლების და სასურველი პროგრამის არჩევის საშუალებას მოგცემთ:

  • რეპუტაცია – არსებობენ სკოლები / ენის ცენტრები, რომლებიც შეულახავი რეპუტაციით სარგებლობენ. მათ ყველა მოიხსენიებს, როგორ “კარგ სკოლას”. რამოდენიმე მათგანი შემიძლია დაგისახელოთ: Frances King School of English, Pilgrims, Skola. ხარისხის გარკვეულ სტანდარტს ინარჩუნებენ სკოლების და ენის შემსწავლელი ცენტრების ქსელები, მაგალითად: IH, English First და სხვა.
  • ენის კურსის პროგრამა – მიაქციეთ ყურადღება შერჩეული პროგრამის ფორმატს, მინიმალური საათების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 15 საათს კვირაში, გარდა ამისა გაეცანით პროგრამის შინაარსს, მიზნებს და რის შესწავლას გპირდებათ სკოლა. რამდენი მოსწავლეა ჯგუფში – სასურველია, რომ მოსწავლეების რაოდენობა 15-ზე მეტი არ იყოს.
  • ფორმალური აკრედიტაციები – არსებობს რამოდენიმე ორგანიზაცია, რომლის აკრედიტაციაც აჩვენებს, რომ სკოლა ხარისხის გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასეთი აკრედიტაციის გარეშე არსებულ სკოლასთან არ გირჩევთ ურთიერთობას, ესენია: British Council, EnglishUK, ARELS.
  • დამატებითი ღონისძიებები, სოციალური და კულტურული პროგრამა – სკოლები ინგლისურის კურსთან დამატებით სთავაზობენ სოციალურ პროგრამებს, ექსკურსიებს და ღონისძიებებს, გაეცანით მათ შინაარსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზაფხულო სკოლების შემთხვევაში, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ბავშვები სწორედ ასეთ პროგრამებზე და ატარებენ.
  • მდებარეობა – სკოლის და საცხოვრებეილ ადგილის მდებარეობა და მათი ურთიერთმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია. საზაფხულო სკოლების შემთხვევაში ხშირად ეს ორი ერთადაა მოწყობილი, მაგრამ თუ საცხოვრებლის არჩევა გიწევთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ტიპის საცხოვრებელი (ოჯახი, სასტუმრი, ჰოსტელი, ბინა…) და სასურველია ისეთი მდებარეობით, რომელიც სკოლასთან და ქალაქის ღირშესანიშნაობებთან კარგად იქნება განლაგებული. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ღირს და თუ მოხერხებულად მოთავსდით, ამით კარგად დაზოგავთ.
  • ფასი – დანაზოგზე რადგან ვახსენეთ, ფასებზეც ვთქვათ, რომ საყურადღებოა, თუ რა შედის კურსის ფასში. ჩემი დაკვირვებით კარგ სკოლებში კარგი კურსები ნამდვილად შედარებით ძვირი ღირს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხის მაჩვენებელია ფასი.
  • სტუდენტების რაოდენობა, არსებობის ხანგრძლივობა და მასწავლებლების კვალიფიკაცია ასევე კარგი მაჩენებლებია, თუმცა ეს ინფორმაცია დისტანციურად რთული მოსაპოვებელია.
  • დამატებითი პირობები და მომსახურება, რომელსაც სკოლა გთავაზობთ – გაითვალისწინეთ დაზღვევა, ტრანსფერი, საცხოვრებლის ორგანიზება და ყველა ის დამატებითი მომსახურება რასაც სკოლა გთავაზობთ.

გაითვალისწინეთ, რომ კარგი დაგეგმვის შემთხვევაში და საუკეთესო სკოლის შერჩევისასაც რჩება შანსი, რომ პროცესი არასასურველად განვითარდეს. კარგ სკოლაში თქვენს პრეტენზიებზე ყოველთვის რეაგირებენ და ზრუნავენ მომხმარებლების კმაყოფილებაზე.

თქვენთვის რა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი? ნუ მოგერიდებათ დასვათ კითხვები და წინასწარ გაარკვიოთ თქვენთვის საინტერესო საკითხი, მოითხოვეთ და თუ ვერ მიიღეთ, ნიშნავს რომ ეს ის არ არის რასაც თქვენ ეძებთ.

გისურვებთ წარმატებას!

Posted in Uncategorized

ფონეტიკური ანბანი

ძალიან ხშირად, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე გვჭირდება ფონეტიკური ანბანით სარგებლობა. ეს ანბანი ლათინურს გავს, თუმცა ხშირად დზნელი გასარჩევია, თუ როგორ იკითხება ესათი ის სიმბოლო.

ქვემოთ მოყვანილ ბმულზე მოცემულია ფონეტიკური ანბანის ვებ-აპლიკაცია:

http://www.teachingenglish.org.uk/activities/phonemic-chart

მაუსის სასურველ სიმბოლოზე დაკლიკებით მოისმენთ შესაბამის ჟღერადობას. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ და მოუსმინოთ შესაბამის სიტყვას.

ამ ბმულიდან შეგძლიათ ეს აპლიკაცია თქვენს კომპიუტერშიც ჩაწეროთ. http://www.teachingenglish.org.uk/sites/teacheng/files/TEphonemic.zip

გისურვებთ წარმატებებს!

Posted in გაკვეთილი, სასაუბრო, Uncategorized

discussions

ინგლისელებს ძალიან უყვართ დისკუსიები. იმისთვის, რომ ამ დისკუსიებში მიიღოთ მონაწილეობა გჭირდებათ ფრაზების სხვადასხვა ნაკრები.

მაგალითად, თუ გსურთ თანამოსაუბრეს მეგობრული რჩევა მისცეთ. მაშინ ამისათვის ორგვარი ფრაზა დაგჭირდებათ:

Why don’t you…?

You should…

დაწვრილებით მათ შესახებ აქ წაიკითხეთ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page2.shtml

აქ კი მოისმინეთ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/suggesting.mp3

Making a point, ასე ინგლისელები აღნიშნავენ აზრის მტკიცედ გამოხატვას. ეს შეიძლება მოხდეს, როგორც თავაზიანად და შემპარავი ტონით (persuading)  ისე საკმაოდ პირდაპირი და აგრესიული ფორმითაც. დაწვრილებით იხილეთ აქ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page3.shtml

მოისმინეთ აქ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/make_a_point.mp3

მტკიცედ თუ რბილად გამოხატულ აზრს შესაძლოა არც დავეთანხმოთ. ამისათვის ფრაზების ასეთი ნაკრები არსებობს: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page4.shtml

მოისმინეთ უთანხმოების ფრაზები აქ: http://downloads.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/howto/disagree_quiz.mp3

როდესაც ბოლომდე დარწმუნებული არა ხართ რაიმეში, ამის გამოსახატად ინგლისელებს სხვადასხვა საშუალება აქვთ. წაიკითხეთ მათ შესახებ აქ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page5.shtml

თუმცა იშვიათად, მაგრამ დისკუსიამ მაინც შეიძლება მიიღოს უხეში ხასიათი. თქვენ ასეთ შემთხვევაში გაბრაზდებით და შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს. ინგლისელები ამას taking offence-ს ეძახიან. თქვენი დამოკიდებულების უკეთ გამოხატვაში ეს ფრაზები დაგეხმარებათ: http://www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/radio/specials/1756_how_to_discuss/page6.shtml

გისურვებთ წარმატებებს!

Posted in Uncategorized

Computers

Hello there!

If you are reading this, then you already have and use a computer. Probably, you are not very familiar with its vocabulary and phrases, but this post will solve this.

პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ ერთი მეტად სასარგებლო ვებ-გვერდის მისამართი: http://www.bbc.co.uk/webwise/

აქ ყველაფერია კომპიუტერის, ინტერნეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ.

დავიწყოთ ელემენტარულით: http://www.bbc.co.uk/webwise/courses/computer-basics/lessons/computer-basics/

აქ იხილეთ ასევე ელემეტარული საკითხების შედარებით ფართე არჩევანი: http://www.bbc.co.uk/webwise/topics/your-computer/computer-basics/

კომპიტერის შერჩევაში ეს გვერდი დაგეხმარებათ: http://www.bbc.co.uk/webwise/guides/what-computer-do-i-need

სად შეიძლება შეიძინოთ კომპიუტერი, მოთხრობილია აქ: http://www.bbc.co.uk/webwise/guides/where-to-buy-a-computer

თუ უკვე აითვისეთ კომპიტერული ტერმინოლოგია, შედით ამ გვერდზე და დაათვალიერეთ: http://www.pcworld.co.uk/gbuk/index.html

არჩევანი საკმაოდ დიდია!

 

 

Posted in ზოგადი, ლიტერატურა, მოსმენა, მუსიკა, Uncategorized

to be or not to be

To be or not to be: that is the question

ეს ფრაზა ყველაზე ცნობილი ინგლისელის საუკეთესო პიესიდანაა და   მთელს მსოფლიოშია პოპულარული. რატომ? ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანს, ეხება: პირდაპირი მნიშვნელობით – ყოფნა-არყოფნის საკითხს.

to live or to die

ჰამლეტის ეს მონოლოგი თავისი გარჩევებით ამ ბმულზე იხილეთ: http://www.phrases.org.uk/meanings/385300.html

დამეთანხმებით ახლბათ, რომ შექსპირისეული ინგლისური მეტად რთული და გაუგებარია, ამიტომაც საჭიროებისამებრ მოიშველიეთ მონოლოგის ქართული თარგმანის ტექსტი:

“”ჰამლეტი”-დან
ჰამლეტის მონოლოგი, მოქმედება მესამე

ყოფნა?.. არ ყოფნა?..საკითხავი აი ეს არის.
სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას
და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?..მოსპოს სიცოცლხე
ბოლო მოუღოს…მიიძინოს… სხვა არაფერი…
ამ მიძინებითა გათავდება ის გულისქენჯნა
და ათასი სხვა ბუნებრივი უკუღმართობა,
რაიც ხორცშესხმულ ადამიანს წილად ხვდომია.
განა ეს ბოლო სანატრელი არ უნდა იყოს?
მოვსპოთ სიცოცხლე..დავიძინოთ.. რომ დავიძინოთ,
მერე სიზმრად იქ ვნახავთ რასმე?..ძნელი ეს არის,
არ ვიცით მაშინ რა სიზმრები მოგვევლინება,
როს სიკვდილის ძილს მივეცემით და მოვშორდებით
მოკვდავთ ცხოვრების მღელვარებას! აი ეს გვიშლის
და გრძელს ცხოვრებას ჩვენსას იგი გრძელ ტანჯვადა ჰხდის.
ვინ მოითმენდა უამისოდ ჟამთა სიმხარეს,
მტარვალის ჩაგვრას, სიამაყის თავგასულობას,
ტანჯვასა მწვავსა უარყოფილ სიყვარულისას,
მართლმსაჯულების გვიანობას, მძლავრთ უკმეხობას,
შეურაცხყოფას ღირსეულის უღირსისაგან,_
მშვიდობის პოვნა რომ შეგვეძლოს დანის ერთ დაკვრით?
ვინა ზიდავდა ჯაფით, კვნესით ამ სიცოცხლის ტვირთს,
რომ არა გვქონდეს იმის შიში, თუ სიკვდილის-შემდეგ
იქ რა იქნება, იქ იმ ბნელსა და უცნობ მხარეს,
სადით არც ერთი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება.
ეს შიში გვიხშობს ნებისყოფას და უფრო ვრჩევობთ
შემოჩვეულის და ნაცნობის ჭირის ატანას,
ვიდრე უცნობის შესახვედრად მისწრაფებასა.
აი ასე გვხდის ლაჩრად ჩვენივე ცნობიერება,
გაბედულობას მოსაზრება უსუსტებს შუქსა
და სასახელო ძლიერ საქმეთ, დიდად განზრახულთ
წინ ეღობება. – ოფელია, ჩუმად ახლა კი. – 
მოიხსენიე შენს ლოცვებში, ჰოი ფერიავ,
ჩემი ცოდვები.”

ამ ცნობილი მონოლოგის ვიდეო ვერსია იხილეთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=-JD6gOrARk4

ან აქ, იგივე მონოლოგის ვერსია 1948 წლის ფილმიდან ლორენს ოლივიეს მონაწილეობით: http://www.youtube.com/watch?v=5ks-NbCHUns&feature=related

ისიამოვნეთ! პირადად მე 1948 წლის ვერსია უფრო მეტად მომწონს, ლამაზად ჟღერს და მოსჩანს.

არ ჩავუღრმავდები შექსპირისეულ სიბრძნეს, არც ყოფნა-არყოფნის დილემას, თუ მის რელიგიურ ან მორალურ მხარეებს. ეს რთულია, თითქმის შეუძლებელი. ადვილად და ლამაზად კი სხვა ინგლისელებმა კი მოგვიანებით ასე გასცეს ამ კითხვას პასუხი:

_ Let it be!

ნახეთ ვიდეო და მოისმინეთ აქ ეს პასუხი: http://www.youtube.com/watch?v=1cfHhAoj3P4

სიმღერის ტექსტი კი იხილეთ აქ:  http://www.metrolyrics.com/let-it-be-lyrics-beatles.html

იმედი მაქვს რომ ნებისმიერი პასუხის არჩევისას ისიამოვნებთ, შექსპირის პოეზიითა და ბითლზის მუსიკით!

Let it be! just...B

P.S. ეს პოსტი ამ ბლოგს ეხებოდა და მის ყოფნა-არ ყოფნას. გამიჭირდა 2 თვიანი პაუზის შემდეგ წერის გაახლება. მსურს, რომ B. თქვენ რას ფიქრობთ?